ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილი: ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ

AutoSharing Option
ხვალ, რუსეთის თასის 1/16-ფინალში გასვლაზე "ტომთან" შეხვედრის წინ "კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მატჩისათვის მეტად სერიოზულად ემზადებიან:

"ამ თამაშისთვის ისე ვემზადებით, როგორც პრემიერლიგის შეხვედრისთვის. სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი მეტოქე 1-ლი ლიგის წარმომადგენელია. მით უმეტეს, ეს გუნდი გასულ სეზონში პრემიერლიგაზე ასპარეზობდა.

საკუთარ მოედანზე მაგრად იბრძოლებენ და მოგებას შეეცდებიან. თუმცა, ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ".