ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი გუშინ: საბა კვირკველიას სენსაციური მარცხი საშინაო მატჩში

AutoSharing Option
18 სექტემბერს რუსეთისა და შვედეთის ჩემპიონატებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" შინ სენსაციურად დამარცხდა პერმის "ამკართან" - 0:1. "რკინიგზელთა" ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდეც ითამაშა, გოლი კი მისმა გუნდმა პირველსავე წუთზე გაუშვა.

რუსეთშივე "ზენიტმა" 3:0 მოუგო "უფას". წაგებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ.

რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "ლოკომოტივი" 20 ქულით მესამე ადგილზეა, "უფა" კი 10 ქულით მე-11-ეა.

* * *
შვედეთის ჩემპიონატში "ესკილსტუნამ" შინ 1:2 წააგო "სუნდსვალთან". მასპინძელ გუნდში 74-ე წუთზე გამოჩნდა საქართველოს
ნაკრებში ნათამაშები მარცხენა მცველი ზურაბ ცისკარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ