დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა, football.ua-სა და footboom.com-ის მიხედვით, უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლურში მოხვდა.

დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია

"ქართველს "შახტარის" სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა. მისი მისია ოდესელთა ერთადერთი ფორვარდის, ხობლენკოს გაკონტროლება იყო.

მართალია, ოდესელები ნაკლებად უტევდნენ, მაგრამ "შახტარი" მთელ დროს შეტევებში ატარებდა და ხოჭოლავას კონტრშეტევებზე უხდებოდა სწრაფ ხობლენკოსთან ბრძოლა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში წააგო მან დუელი ფორვარდთან, დანარჩენ შემთხვევებში კი მეტოქე საიმედოდ "ჩაკეტა", - წერს football.ua.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ჩერნომორეცსა" და "შახტარს" შორის ფრედ
0:0 დასრულდა, ჩვენებურმა კი შეუცვლელად ითამაშა.

ტურის სიმბოლური ნაკრები. footboom.com
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული