ლორია "რეალში", ჭანტურია "ბარსაში", კაშია "ჩელსიში" - არშემდგარი 10 ტოპ-ტრანსფერი

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებსაც და ჟურნალისტებსაც ჩვენი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო გვინდა - კლუბებიც, შედეგებიც. როგორც ყველგან, ჩვენს საიტზეც - Sportall.ge-ზეც არაერთი ჭორ-მართალი გავრცელებულა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა სავარაუდო ტრანსფერებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ დასრულებულა, როგორც ჩვენ გვსურდა და მოველოდით...

Sportall.ge-მ გაიხსენა ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებული 10 ყველაზე "ხმაურიანი" სავარაუდო ტრანსფერი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა.

მეკარეები

Sportall.Ge
გიორგი ლორია ( "რეალი" , "ბარსელონა") - "12 სექტემბერს რამდენიმე ესპანურ საიტზე, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი "დეფენსა სენტრალია", დაიწერა სენსაციური სიახლე - საქართველო-ესპანეთის მატჩის
გმირის, გიორგი ლორიას შეძენა ერთდროულად ორ გრანდს გადაუწყვეტია - "რეალს" და "ბარსელონას".

-  გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?

Sportall.Ge
გიორგი მაკარიძე ("ბენფიკა") - "საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის "ბენფიკას" სურს. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა პორტუგალიური გამოცემა ავრცელებს, ჟურნალ A Bola-ს ცნობით კი, "ბენფიკამ" "მორეირენშეს" უკვე მიმართა შეთავაზებით"...
- გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს

მცველები

Sportall.Ge
გურამ კაშია (" ჩელსი") - "თუკი ვინმესთვის იყო 2011 წელი წარმატებული, უპირველესად, გურამ კაშიასთვის: იანვარში თბილისის "დინამოდან" არნემის "ვიტესში" გადავიდა, იქ გუნდის კაპიტანი გახდა, წლის მიწურულს პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა ჰოლანდიის ერედივიზიეს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ახლახან კი გაჩნდა სენსაციური ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" დაინტერესდა"...
-გურამ კაშია: "ჩელსი"? ინტერესი არის, მაგრამ გასარკვევია

-
Sportall.Ge
საბა კვირკველია ("ლესტერი) - "ეს ამბავი ვინმეს მონაჭორი არ გეგონოთ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" გაავრცელა. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის"25 წლის ცენტრბეკის, საბა კვირკველიას სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი: "კრისტალ პალასი", "ლესტერ სიტი" და "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულნი. სამივეს სასწრაფოდ ცენტრალური მცველი სჭირდება და ამ საკითხის მოგვარებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 1-ელ სექტემბრამდე აპირებენ. "
- კვირკველიას შეძენა სამ ინგლისურ კლუბს უნდა

ნახევარმცველები

Sportall.Ge
ჯანო ანანიძე ("ჰამბურგი") - "ამჯერად ეს ინფორმაცია იტალიურმა საიტმაც დაადასტურა, რომლის ცნობით, ჩამოთვლილი სამი ევროპული კლუბიდან ყველაზე მეტად "ჰამბურგი" აქტიურობს და ახალგაზრდა ქართველის თავის რიგებში ჩარიცხვას უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეშურება."
- ჯანო ანანიძე "ჰამბურგს" ამ ზამთარსვე სურს

Sportall.Ge
თორნიკე ოქრიაშვილი ("მარსელი") - "30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა."
- [ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

Sportall.Ge
გიორგი ჭანტურია ("ბარსელონა") - "- იქაც სამ "დასაკვირვებელ" მატჩში ექვსი თუ შვიდი გოლი შევაგდე და ორწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. მისი დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" ახალი სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა, კიდევ სამი წელი "ბარსას" მეორე, ფაქტობრივად, ახალგაზრდულ გუნდში გამეტარებინა."
- გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე

Sportall.Ge
ჯაბა კანკავა ("კაენი") - "თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში მისი დამატების ალბათობას აქტიურად განიხილავენ "კაენის" ფანები."
- ჯაბა კანკავა შესაძლოა ლიგა 1-ის "კაენში" გადავიდეს

თავდამსხმელები

Sportall.Ge

ლევან მჭედლიძე ("ტოტენჰემი") - "როგორც pianetaempoli.it-ი წერს, მჭედლიძისადმი ინტერესს პრემიერლიგის გუნდი, ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს და იტალიურ კლუბთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა "ემპოლის" დირექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს."
- ლევან მჭედლიძე "ტოტენჰემში"? "ემპოლიში" ივნისამდე დუმილს ამჯობინებენ

Sportall.Ge
ნიკა კაჭარავა ("რეინჯერსი") - "საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავა შოტლანდიური "რეინჯერსისა" და პოლონური "ლეხის" სამიზნეში აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. მოგეხსენებათ, კაჭარავამ სეზონი სწორედ კვიპროსში, ახნას "ეთნიკოსში" ჩაამთავრა"...
- [მოსალოდნელი ტრანსფერი] ნიკა კაჭარავა "ლეხისა" და "რეინჯერსის" სამიზნეში
მკითხველის კომენტარები / 10 /
მეზღაპრეები ხარტ
0
ლომაიას და ხიზანიშვილის ყიდვა უნდოდა ვენგერს თავის დროზე და იმდენი დაუფასეს ....მოინდომეს გამდიდრება!
ფაიზაღი
17:44 20-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული