ლეგიონი: გიორგი ნავალოვსკი საგოლე პასით გამოირჩა

AutoSharing Option
გიორგი ნავალოვსკიმ რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა.

17 სექტემბერს, მისი გუნდი "სკა-ხაბაროვსკი" საკუთარ მოედანზე გროზნოს "ახმატს" დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა - 2:2. მასპინძლებმა ანგარიში მე-13 წუთზე, სწორედ საქართველოს ნაკრების მცველის ეფექტური თამაშის წყალობით გახსნეს. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, 83-ე წუთზე კი გააფრთხილეს.

აღსანიშნავია, რომ "სკამ" პრემიერლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი დაასრულა ფრედ, სატურნირო ცხრილში კი 8 ქულით მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული