დავით ხოჭოლავა: რა თქმა უნდა, მინდა ოდესაში თამაში!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარში" ამ ზაფხულს გადასულმა დავით ხოჭოლავამ კლუბის ოფიციალურ საიტს დღეს, თავის ყოფილ გუნდთან გასამართ დაპირისპირებაზე ელაპარაკა.

17 სექტემბერს, უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში, "შახტარი" სტუმრად ოდესაში "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა "შახტარში" გადასვლამდე სწორედ "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავდა.

"ნაპოლისთან" მატჩის შემდგომი დადებითი ემოციები უკვე გაგვინელდა. დავისვენეთ, გამოვიძინეთ და კარგი განწყობით ვემზადებით "ჩერნომორეცთან" შეხვედრისთვის. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით, პირველ ნომრად ვითამაშოთ.

ოდესელების თამაშს ვიცნობ და მგონია, რომ მოედნის ცენტრის დაკეტვას, საკუთარ ნახევარზე გამაგრებასა და კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდებიან.

"ჩერნომორეცში" კარგი ლეგიონერები მოვიდნენ. გუნდმა
მეკარეც კარგი დაიმატა, მაგრამ ერთ კვირაში თამაშის სტრუქტურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა. რაც შეეხება ოდესური გუნდის მდგომარეობას სატურნირო ცხრილში, ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ ფეხბურთელებს დრო და შეთამაშება სჭირდებათ. გუნდში ალბათ არც ფსიქოლოგიური მდგომაროებაა საუკეთესო...

"ჩერნომორეცის" წინააღმდეგ თამაში? რა თქმა უნდა, მინდა! სასიამოვნო იქნება ოდესის სტადიონის მინდორზე კიდევ ერთხელ გასვლა, შეხვედრა გულშემატკივრებთან, რომლებსაც ძალიან ვაფასებ. ასევე, კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების მოკითხვა. იმედია, კვირას ტრიბუნებზე ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება" - აცხადებს ხოჭოლავა.

დონეცკის "შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 21 ქულით ლიდერობს, "ჩერნომორეცი" კი 4 ქულით ბოლო, მე-12 ადგილის იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული