გიორგი ჩოჩიშვილი: რონალდოს ავუღებდი ჯარიმას და მისსავე სტილში აღვნიშნავდი

AutoSharing Option
19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი ერთ-ერთი გამოსარჩევი ფიგურა გახლდათ. მის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ძლიერმა კლუბმა გამოხატა, მაგრამ გიორგიმ არჩევანი პრაღის "სლავიაზე" გააკეთა.

როგორ გაიარა კლუბში ადაპტაცია ან რატომ გააკეთა ჩეხურ კლუბზე არჩევანი, ამ და სხვა თემებზე თავად გიორგიმ გვესაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ შეეწყვე ახალ გუნდს?
-
გუნდს კარგად შევეწყვე. 21-წლამდელებში ძირითადი მეკარე ვარ და უკვე სამი თამაში ვითამაშე, ასე რომ ადაპტაცია მშვენივრად გავიარე.

- როგორი ურთიერთობა გაქვს თანაგუნდელებსა და მწვრთნელთან?
-
გუნდელებთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს,
ასევე მწვრთნელთანაც. ენის ბარიერი არ მაქვს.

- რა მოგეწონა პრაღის "სლავიაში" და როგორი პირობებია?
-
მომეწონა
დონე. "სლავია" ჩეხეთის მოქმედი ჩემპიონია - ევროტურნირებზე ხშირად გადის და ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეების სკოლა აქვს ევროპაში. რაც მთვარია პროგრესს ვგრძნობ.

- რამდენად იქნება სამომავლოდ შესაძლებელი, ძირითად გუნდში შენი დაწინაურება და რა გეგმები აქვთ შენთან მიმართებაში?

- შესაძლებელია ყველაფერი. მეკარის ტრანსფერი ყველაზე რთულია, თან მითუმეტეს, "სლავიაში" უცხოელი მეკარე არ თამაშობს. ვთვლი, რომ გამიმართლა და ჩემი შესაძლებლობები დაინახეს. მინუსები ბევრი მაქვს, მაგრამ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვმუშაობ და მჯერა, ყველაფერს შევძლებ.

- იყო საუბარი "მანჩესტერ სიტიზე" და კიდევ რამდენიმე კლუბზე. რატომ გადაწყვიტე ჩეხეთში წასვლა?
- სიმართლე გითხრათ, "სიტიდან" დაინტერესება იყო და მხოლოდ დაინტერესებად დარჩა. რამდენიმე თვის წინ მესამე ლიგაში ვთამაშობდი, დღეს კი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვარ. მოხარული ვარ აქ ყოფნით. და აქ თუ კარგად ვითამაშებ, მერე უკვე სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდებზეც შეიძლება ფიქრი.

- ვინ არის შენთვის სამაგალითო მეკარე და როგორი იქნებოდა შენი საოცნებო სეივი?
- მანუელ ნოიერი. კრიშტიანო რონალდოს ავუღებდი ჯარიმას და მისსავე სტილში აღვნიშნავდი.
როგორ შეეწყვე ახალ გუნდს და ადვილად გაიარე ადაპტაცია?
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებებს გისურვებ! რონიმ დცინვად არ მიიღოს თორემ ვაი)))
vaja
17:04 18-09-2017
0
წარმატებები გ ი ო რ გ ი ს !!!!!!!!!
koba
08:37 18-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული