ზაქარია ბეგლარიშვილი: ჩემი ოცნება ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაში იყო

AutoSharing Option
ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა, 27 წლის ზაქარია ბეგლარიშვილმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

- ზაქარია ბეგლარიშვილი მოქალაქეობას იცვლის და ესტონეთის ნაკრებში მიდის?

ეს თემა აქტუალურია დღეს, ქართულ სპორტულ სამყაროში. ჩვენ დავუკავშირდით ქართველს ესტონეთში და ვრცლად გამოვკითხეთ მისი გადაწყვეტილების შესახებ.

- ქართულ სპორტში დღის აქტუალური თემა თქვენი სურვილია ესტონეთის ნაკრებში თამაშზე. რამ განაპირობა ეს და გადაწყვეტილება საბოლოოა?
- აქ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩემი სურვილია ესტონეთის მოქალაქეობის მიღება და თუ გადაწყვეტენ ჩემს გამოძახებას, ვითამაშებ. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ
ჩემი ოცნება ყოველთვის იყო საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ შანსი არასდროს მომცემია.

- არის თუ არა დაინტერესება ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან? ეს ორმხრივი სურვილია?
- ფედერაციიდან არავინ დამლაპარაკებია ამ ეტაპზე. მე მხოლოდ რამდენიმეჯერ მკითხა ესტონეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, თუ როდის მივიღებ ესტონეთის მოქალაქეობას.

- საქართველოს ნაკრებში ერთხელ ითამაშეთ ამხანაგურ მატჩში,  ესტონეთის წინააღმდეგ. მაშინ ჩვენს ნაკრებს კახა ცხადაძე წვრთნიდა. მიიჩნევ, რომ ის ნაკრებიდან არ უნდა გაეშვათ?
- ეს იყო დაუვიწყარი დღე. იმ დღეს დილით გუნდის ვარჯიში მქონდა. მაგრამ მე წელის ტრავმა მაწუხებდა და ვერ ვვარჯიშობდი. როდესაც ჩემთან გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს, ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა. მერე ჩემი გუნდის ექიმს ვთხოვე, ტკივილგამაყუჩებელი მოეცა, რომ იმ დღესვე ნაკრებთან ერთად მევარჯიშა. მადლობელი ვარ კახა ცხადაძის, რომელმაც მომცა საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი.

-
უნდა ითქვას, რომ ამ სეზონში ყველაზე შედეგიანი ხართ ქართველ ფეხბურთელებს შორის. ჟურნალისტებმაც ბევრჯერ დასვეს კითხვა, თუ რატომ არ იყავით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული. როგორ ფიქრობთ, ეს ესტონეთის საფეხბურთო ლიგის დაუფასებლობითაა გამოწვეული თუ უბრალოდ, ვლადიმერ ვაისმა არ იცის თქვენს შესახებ?
- როდესაც ვაისს ჩემს შესახებ კითხეს, ესე თქვა, ნაკრები ცირკი არ არისო... თუ ფიქრობენ, რომ ესტონეთის ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონისაა, ევროპის ლიგაზეც ვითამაშე და იქაც გავიტანე გოლი, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც არ მომცეს შანსი.

ამავდროულად, სულ იმას ჩივიან, ფეხბურთელებს თავ-თავიანთ გუნდებში არ უწევთ თამაშიო, მე კი გუნდის 29 თამაშიდან 28-ში ძირითადში ვითამაშე და ის ერთიც ფეხის ტრავმის გამო გამოვტოვე.

- აი, ვთქვათ, 2018 წელს, როცა ესტონეთის პასპორტს აიღებ, ორივე ნაკრებში რომ მიგიწვიონ, მაშინ არჩევანს რომელ ნაკრებზე გააკეთებთ?
- ვნახოთ, თუ ეგრე მოხდა და ორივემ გამომიძახა, მერე თავადაც ნახავთ, რას გადავწყვეტ...
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი ზაქარ მიაწექი, რას იზავ ასეც ხდება ცხოვრებაში, არც არავინ გაგამტყუნებს, გეძახდნენ და არ ითამაშე?. წარმატებას გისურვეფ.
Dato
21:48 14-09-2017
1
ეს კაცი არ დაგვიკარგო ვლადიმერ ვაის!
Georgios
21:27 14-09-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული