დანიაში ნდობას ვგრძნობ და მჯერა... ინტერვიუ საბა ლობჟანიძესთან

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ საბა ლობჟანიძემ საქართველო ამ ზაფხულს დატოვა და დანიის სუპერლიგაში გადაინაცვლა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი "რანდერსში" ახლა იმკვიდრებს ადგილს და ცდილობს, როგორც საქართველოს პირველობაზე, დანიაშიც ისევე წარმატებით ითამაშოს. ამ დროისთვის მის ანგარიშზე, 10 თამაშში: 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

საბასთან მის დღევანდელობასა და არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ.

საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყავი. ხოლო დანიურ კლუბში გაგიჭირდა თავის დამკვიდრება. რისი ბრალია ეს - ადაპტაციის თუ კონკურენციის?
-
ბევრჯერ ვყოფილვარ რთულ სიტუაციაში, მჯერა საკუთარი თავის და ვიცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება. თუ გახსოვთ, ადრე "დინამოშიც" არ მიწევდა თამაში. როდესაც ახალგაზრდა ხარ და გინდა, რომ თავი წარმოაჩინო და შანსი არ გეძლევა, რთულია. მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიე. დანიაში რთულად დავიწყე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე ისეთი შედეგიანი ვიქნები, როგორიც საჩხერეში და ბოლო დროს "დინამოში" ვიყავი.

- როგორია დანიურ კლუბში შენს მიმართ დამოკიდებულება და რა ენაზე გიწევს დანიელებთან კონტაქტი?
-
ყველაზე მეტად რაც მჭირდება, ვგრძნობ ნდობას და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გუნდში ერთმანეთს ინგლისურად ვეკონტაქტებით.

- ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა "რანდერსი". რას ფიქრობ, შეძლებს გუნდი სიტუაციის გამოსწორებას ჩემპიონატში?
-
კი, ნამდვილად შეგვწევს ძალა სიტუაციის გამოსასწორებლად და ვფიქრობ, საუკეთესო ექვსეულში შევალთ სეზონის ბოლოს.

- რა არის შენი პროგრამა მინიმუმი და უნდა ველოდოთ თუ არა სიურპრიზებს?
-
მიზანი რაც მაქვს დასახული, მჯერა, ბოლომდე მივიყვან. მარტო საუბარი და ხმაურიანი განცხადებები არ მიყვარს და ამიტომ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ ჩემს მიზანზე.

- ნაკრებში გქონდა უკვე დებიუტი. გიმუშავია ვლადიმერ ვაისთან. როგორი მწვრთნელია და რას ფიქრობ, კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივონ?
-
ვფიქრობ, ის ძალიან კარგი მწვრთნელია და იცის თავისი საქმე. ნაკრებმა ბოლო ორი ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ფედერაციის გადასაწყვეტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული