ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსული პრემიერლიგის მე-9 ტური ქართულმა გოლმა დახურა. "ურალი" საშინაო ასპარეზზე "სკა ენერგიას" დაუზავდა - 1:1. 54-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ გაიტანა.

ეს პენალტიც ჭანტურიასვე ჩაწოდებულს მოჰყვა, რომლის შემდეგაც სტუმართა მცველმა ხელით ითამაშა. ქართველმა მინდორზე 64 წუთი დაჰყო. "სკა ენერგიას" შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი ნავალოვსკის.

ჭანტურია კი აქეს რუსულ მედიაში, თუმცა საწყენია, რომ მუხლი იტკინა და მწვრთნელს შეცვლა სთხოვა. თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში, თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ტრავმა უმნიშვნელოა.

-
გიორგი ჭანტურია: რატომ შევიცვალე სამჯერ ბუცები?


* * *
დანიის ჩემპიონატში "ოლბორგმა" 2:1 მოუგო "სილკებორგს". წაგებულთა შორის სრულად ითამაშა დავით სხირტლაძემ, მათე ვაწაძე კი 63-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ნიურნბერგმა" 0:1 წააგო "ზანკტ პაულისთან". დამარცხებულთა რიგებში 30-ე წუთზე გამოჩნდა ლუკას ჰუფნაგელი.

* * *
რუმინეთის ჩემპიონატში "გაზ მეთანმა" შინ 1:2 წააგო "კონკორდიასთან". მასპინძელთაგან აკაკი ხუბუტია სათადარიგო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული