ტარხანოვი: ტრავმირებულმა ჭანტურიამ თავად მთხოვა შეცვლა

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალის" მწვრთნელმა ალექსანდრ ტარხანოვმა რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ხაბაროვსკის სკა-სთან 1:1-ზე დასრულებილი შეხვედრა გაარჩია:

"არაერთი მომენტი გვქონდა, გოლი კი მხოლოდ ერთი გავიტანეთ. ბევრი ჩაწოდებები გაკეთდა საჯარიმოში, აი იქ კი ბურთზე ფეხის წამკვრელი არ გვყავდა. მერე მოედნის ცენტრში ბურთი დავკარგეთ და სულელური გოლი გავუშვით. მეტი შანსი ჩვენს მეტოქეს არც ქონია.

აქცენტს სწრაფი გოლის გატანაზე არ ვაკეთებთ. თუ შესაძლებლობა გაქვს - უნდა გაიტანო. პირველ ტაიმში ჭანტურიამ რამოდენიმე გარღვევა განახორციელა და უნდა გამოგვეყენებინა. ჯერ ვერ გეტყვით რა სჭირს. მუხლი ტკიოდა და შეცვლა
თავად მთხოვა".

ამ მატჩში ანგარიში თავისივე მონადირებული პენალტით ჭანტურიამ გახსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული