ჭანტურიამ ხაბაროვსკს გოლი გაუტანა, მის გარეშე დარჩენილმა "ურალმა" კი გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში ეკატერინბურგში ადგილობრივმა "ურალმა" ხაბაროვსკის სკა მიიღო და მეტად საინტერესო ორთაბრძოლაში ყაიმს (1:1) დასჯერდა.

მასპინძელთა გუნდში ჩვეულად აქტიური გახლდათ ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია, რომელიც იერიშებზე წინ მიუძღოდა პარტნიორებს და ლიდერული თვისებებიც გამოავლინა.

დებიუტში გიორგი რობენის სტილში ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოსკენ, დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.

ჭანტურიამ პირველ ტაიმში კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო ნაანტრაქტევს საჯარიმოში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველმა პუცკომ ხელით ჩაჭრა, პენალტი დაინიშნა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში უნაკლოდ მან მოიყვანა -
მეკარე საპირისპირო კუთხეში გადაახტუნა, ბურთი კი მშვიდად გადაგზავნა მეორე კუთხეში.

მწვრთნელმა ალექსანდრ ტარხანოვმა (რა მაგის პასუხია და ამბობენ თარხან - მოურავების შთამომავალიაო), ქართველი ფორვარდი 64-ე წუთზე მუხლის ტკივილის გამო შეცვალა, ამის შემდეგ მასპინძელთა შეტევები ჩაცხრა, არმიელებმა, რომელთა რიგებში არ ასპარეზობდა საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი, ხელთ იგდეს ინიციატივა, საპასუხო გოლი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
)))))
Mechvofi
07:00 12-09-2017
0
აქა ამბავი ავთანდილის ხატაეთს წასვლისა :)
Raiola
00:23 12-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული