როგორ ფლობენ უცხო ენებს ქართველი ფეხბურთელები [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი ლეგიონერები მთელ პლანეტაზე არიან მოდებულები.

სად არ ნახავთ ქართველ ფეხბურთელებს: ამერიკაში, ირანში, ყაზახეთში, რუსეთში, გერმანიაში და გვქონდა პერიოდი, ჩინეთშიც ვიყავით წარმოდგენილნი. ქართული ენის ეროვნულობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენებურებს აუცილებლად ესაჭიროებათ უცხო ენა.

სტატისტიკურად, ნაკრების ყოველმა მეორე ფეხბურთელმა რუსული ენა იცის, ყოველმა მესამემ კი – ინგლისური. ჟურნალისტებს თავი დავანებოთ და საინტერესოა, როგორ ესაუბრებიან მწვრთნელებს ახალ გუნდში გადასულები, თუ მწვრთნელმა არცერთი ენა არ იცის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვლადიმირ ვაისი რუსულ ენას იყენებს ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობის დროს.

მაგალითად,
საქართველოს ნაკრების კაპიტანს, რუსეთსა და უკრაინის გარდა, არსად უმოღვაწია. 2015 წელს კი ფრანგულ "რეიმსში" აღმოჩნდა და პირველ პრესკონფერენციაზე თარჯიმანი გაიყოლა, მაგრამ მას გასახდელში არავინ არ შეაყვანინებდა. თუ როგორ გაართვა ამ პრობლემას თავი, უცნობია, მაგრამ ჯაბა მას შემდეგ ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა და ორი წლის შემდეგ კლუბიც დატოვა.

გთავაზობთ ვიდეოებს, თუ როგორ საუბრობენ ნაკრების ფეხბურთელები უცხო ენებზე. შეფასება და რჩევები თქვენთვის მოგვინდვია, მაგრამ უცხო ენის ცოდნა ფეხბურთელისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფეხბურთის წესების.

გურამ კაშია
- შვიდი წელია ჰოლანდიაშია და შეიძლება ადგილობრივი ენაც იცოდეს, მაგრამ "ვიტესის" კაპიტანი ინტერვიუებში არჩევანს ინგლისურ ენაზე აკეთებს და მისი ჰოლანდიური ჯერ არ მოგვისმენია.



ამ ვიდეოში ჰოლანდიის თასს აღნიშნავს და ცდილობს, ყველა ენაზე ისაუბროს. ქართველი თუ მოედანზე საკმაოდ სერიოზულია, მოედანს მიღმა საკმაოდ პოზიტიური პიროვნებაა.



ვაკო ყაზაიშვილი - მეორე სეზონს იწყებს "ვიტესის" გარეშე. ისიც ინგლისურ ენას ანიჭებს პრიორიტეტს, მაგრამ 2013 წელს აშკარად არ იცოდა.



ეს ვიდეო წინა წელსაა გადაღებული, როცა ვაკო "ლეგიაში" გადავიდა. აქ უკვე ფლობს ინგლისურს და თარჯიმანი აღარ სჭირდება.



ესეც "სან ხოსეში" დებიუტი. ნამდვილად გაუჭირდება ამ ინგლისურით ამერიკელებთან საუბარი. ამას ვიდეოზე დადებული ტიტრებიც მოწმობს.



თორნიკე ოქრიაშვილის - პლუსიც რუსული ენაა. ის წლებია ჯერ უკრაინაში თამაშობდა და ახლა უკვე რუსეთში "კრასნოდარის" ღირსებას იცავს.



ლევან მჭედლიძე - შეიძლება არც ინგლისურსა და არც რუსულს არ ფლობდეს. სამაგიეროდ, იტალიური ენა მისი პრიორიტეტია და ამით საკმაოდ "კონტენტოა".



ვალერიან გვილიას - ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის უკრაინის მოქალაქეცაა და შესაბამისად, რუსული ენაც კარგად იცის. თუ როგორ თავისუფლად საუბრობს, ამ ვიდეოშიც ჩანს.



გიორგი მერებაშვილს - სერბეთში, საბერძნეთსა და პოლონეთში უთამაშია. ყველგან ინტერვიუებში ინგლისურ ენას იყენებს.



ავთო ებრალიძე - ეს ის შემთხვევაა, როცა პორტუგალიურიც ვიცით. სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ გიორგი მაკარიძის შესახებ ვიდეო. არ არის გამორიცხული, ქართველმა კიპერმაც იცოდეს პორტუგალიური.



გიორგი ლორიას - ბოლო პერიოდში რუსეთში უწევს მოღვაწეობა. რუსული ენაც იცის და ინტერვიუებსაც არ ერიდება.



საბა კვირკველია - რუსულად კარგად საუბრობს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დროს ხშირად ნერვიულობა ეტყობა. დააკვირდით მის მოძრაობებს.



გიორგი ჭანტურიამ - რუსული კარგად ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, მაგრამ ესპანური "ბარსელონადან" მოჰყვება. თარჯიმნის ხმის ფონზე მისი ესპანურის გარჩევა რთულია, მაგრამ ფრაგმენტებს მაინც მოჰკრავთ ყურს.



გოგიტა გოგუა - რუსულად მხოლოდ ლამაზ გოგონებს ესაუბრება, თუმცა მორცხვად. ყაზახი ჟურნალისტი კი ბედნიერია, ის ხომ მატჩის გმირთან ინტერვიუს წერს. 

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ენებს "სხლავენ" ასევე ბურთს "სხლავენ"...
S.K.K.
22:14 13-09-2017
0
უცხო ენებს კი არა ბურთს როგორ ფლობენ,ბურთს მთავარი ესაააააააააააააააააა
ზასტაველი
08:04 13-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული