დავით ხოჭოლავამ "შახტარში" პირველად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" შესახვედრად ემზადება

AutoSharing Option
როგორც იცით, "შახტარი" დონეცკის რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო საშინაო მატჩებს ხარკოვში ატარებს. მე-8 ტურში დონბასელებმა სწორედ ხარკოვში "მეტალისტის" სტადიონზე (თამაშს 10 580 მაყურებელი დაესწრო) ასევე "ლტოლვილთა გუნდს" ლუგანსკის "ზარიასთან" ჩაატარეს შეხვედრა, 3:1-ზე დაამარცხეს და კვლავ ერთპიროვნული ლიდერები არიან.

პირველად დაიცვა "შახტარის" ღირსება 24 წლის ტანმაღალმა (192 სმ) ქართველმა ცენტრბეკმა დავით ხოჭოლავამ. ის 65-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ბრაზილიელი ფორვარდის ალან პატრიკის ნაცვლად და ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"ამ მომენტს მოუთმენლად ველოდი. იმედი მქონდა, რომ თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა. კარგია,
რომ ჩემს სადებიუტო შეხვედრაში გავიმარჯვეთ. თავდაუზოგავად გავაგრძელებ შრომას. "ზარია" უკრაინაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ჩინებული ნახევარმცველები და ფლანგის მოიერიშეები ყავს.

კარგად შემოდიოდნენ ჩვენს თავისუფალ ზონებში. თუმცა, "შახტარმა" თავისი კლასი აჩვენა. ახლა "ნაპოლისთან" მატჩისათვის ჯეროვნად მომზადება და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტის აღებაა საჭირო".

რაც შეეხება "შახტარის" თავდამსხმელს გიორგი არაბიძეს, ლუგანსკელებთან ახალგაზრდული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სავარაუდოდ იგი ძირითადში ჩაჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაისმა ან 3 ცენტრმცველი უნდა დააყენოს ან კვირკველიას უნდა შეელიოს. იქნებ ეშველოს დაცვას, კარგია
vaso
16:05 11-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული