კაკაბაძის "ხიმნასტიკი" სტუმრად "კადისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ვენაში ავსტრიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 22 წლის მცველის ოთარ კაკაბაძის შესანიშნავ თამაშს გაუსვა ხაზი.

ნაკრებიდან დაბრუნებული ოთარი სეგუნდას მე-4 ტურში გასვლაზე ლიდერთან "კადისთან" შეხვედრაში "ხიმნასტიკის" მწვრთნელმა ლუის კარერასმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მისმა გუნდმა მხოლოდ ტაიმი გაუძლო, შესვენების შემდეგ 2 გოლი გაუშვა და გატყდა.

ტარაგონელთა თავკაცმა შეხვედრის ბოლოსკენ თამაშის გადარჩენა გადაწყვიტა, კაკაბაძის ნაცვლად 77-ე წუთზე მოედანზე თავდამსხმელი ომარ პერდომო შეუშვა, მაგრამ წახდენილ საქმეს ვერ უშველა და "ხიმნასტიკი" 1 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული