sport.pl: ლუკა ზარანდიასა და მათე ცინცაძეს მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეთ!

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემა sport.pl-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების ათეული, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ შანსს და მეტ სათამაშო დროს პოლონეთის ექსტრაკლასში. 

ამ ათეულში ორი ქართველია: ლუკა ზარანდია მესამე ადგილზე და მათე ცინცაძე მეორე ადგილზე. აი, რას წერს პოლონური გამოცემა თითოეულზე:

ლუკა ზარანდია ("არკ გდინია") - პოლონეთის თასის ფინალი და 21 წლის ქართველის მიერ მოწყობილი დიდი სპექტაკლი წარსულს ჩაბარდა. ლუკა ზარანდიამ ამ სეზონში მხოლოდ 20 წუთი ითამაშა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ზარანდიას აქვს ძალიან კარგი საფეხბურთო უნარები ფლანგზე და უნდა მიეცეს შანსი პოლონეთის ლიგაში.

მათე ცინცაძე
("პოგონი") - ქართველი ნახევარმცველი "პოგონმა" გასაძლიერებლად შეიძინა. არადა, 18 მარტის შემდეგ 22 წლის ქართველს მატიე სკორზის გუნდში არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი ათამაშეს რეზერვებში, მესამე ლიგაში: იქ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ცინცაძეში კლუბმა 400 000 ევრო გადაუხადა თბილისის "დინამოს". მას უნდა მიეცეს მეტი შანსი, რადგან ახლა ფეხბურთელის ფასი 100 000 ევროა მხოლოდ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე მოქმედებს ფიფიას ბიზნესი ბავსჰვების ბედი კი ფეხებზე კიდიატ.
bajo
20:46 08-09-2017
3

სიახლეები პოპულარული