რა ღირს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მაისურები კლუბებში

AutoSharing Option
მაისურების გაყიდვა ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია მსოფლიო ფეხბურთში. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა აჭარბებს ფეხბურთელის ტრანსფერში გადახდილ თანხას.

სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა რაოდენობით იყიდება ქართველი ფეხბურთელების მაისურები ნაკრებსა თუ კლუბში, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა ღირს მათი მაისურები კლუბებში, სადაც თამაშობენ.

ყველაზე ძვირად ღირებული ჯანო ანანიძის მაისურია, მისი გვარით ბრენდირებული მაისურის ფასი 167 დოლარს შეადგენს. ასეთი ფასი განპირობებულია იმით, რომ მოსკოვის "სპარტაკი" წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ამავდროულად, მათ უამრავი ქომაგი ჰყავთ რუსეთში. მისი ეკიპირების შეძენა
ონლაინ შეგიძლიათ. 

ფასების დიაპაზონში, რანგით მეორე ადგილზეა ვაკო ყაზაიშვილის მაისური. მისი მაისურის ფასი "სან ხოსეს" "ფან შოპში" 150 დოლარს შეადგენს. მოგეხსენებათ, ვაკო ყაზაიშვილი ახლახან გადავიდა ამერიკაში და სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული მაისური მაინც უნდა იყოს გაყიდული. ყოველი მეორე ამერიკელისთვის კი ეს თანხა სულაც არ არის ძვირი.

რანგით მესამე ადგილზეა "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, რომლის მაისურის ფასი 115 დოლარს შეადგენს. გურამი უკვე "ვიტესის" ლეგენდაა და ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას კლუბთან 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და ამ პერიოდში, ალბათ, ძალიან ბევრი მისი მაისური გაიყიდება.

ნაკრების დანარჩენი ფეხბურთელების მაისურების ფასები ასე გამოიყურება:
  • ლევან მჭედლიძე "ემპოლი" - 96 დოლარი
  • გიორგი ქვილითაია "რაპიდი" - 110 დოლარი
  • ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკი"- 72 დოლარი
  • ვაკო გვილია "ბატე" - 67 დოლარი
  • გიორგი მაკარიძე "მორეირენსე" - 60 დოლარი
  • სოლომონ კვირკველია "ლოკომოტივი" - 52 დოლარი
  • თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდარი" - 52 დოლარი
  • ნიკა კაჭარავა "კორონა" - 40 დოლარი
  • გიორგი ჭანტურია "ურალი" - 35 დოლარი
მკითხველის კომენტარები / 7 /
გამარჯობა , მაინტერესებს სად ვიყიდო ეროვნული ნაკრების მაისური ?
ალექსანდრე
01:44 13-08-2018
0
ეტყობა მატერიაა კარგი, თორემ ამხელა ფასები საიდან :D :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული