კახი გოგიჩაიშვილი: უკეთესი იქნება, თუ გიორგი არაბიძე გუნდს შეიცვლის...

AutoSharing Option
ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული გუნდის წევრმა, მოგვიანებით თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ყურადღება გიორგი არაბიძის პოტენციალსა და მის მომავალზეც გაამახვილა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი დონეცკის "შახტართან" აკავშირებს, მთავარ გუნდში დამკვიდრებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

"რა თქმა უნდა, ის ძალიან ნიჭიერი, დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. უბრალოდ, რამდენ ხანს უნდა ითამაშოს "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში? თუ მას მთავარ გუნდში არ ეძლევა სათამაშო პრაქტიკა, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ კლუბს შეიცვლის.

მას ძალიან სჭირდება უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა არა დუბლების,
არამედ - ძირითადი გუნდის დონეზე. ამასთან, მისთვის უკეთესი არ იქნება, ითამაშოს თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში და მერე გამობრძმედილი დაუბრუნდეს ეროვნულ გუნდს?

კიდევ ერთხელ ვამბობ - ორი აზრი არ არის, ის ძალიან ნიჭიერია და პოტენციალი აშკარად აქვს", - აცხადებს გოგიჩაიშვილი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას Sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული