ძალიან ფასეული შენაძენი - უკრაინელები სანდრო კობახიძეს აქებენ

AutoSharing Option
უკრაინული sportarena.com სანდრო კობახიძის პოლტავის "ვორსკლაში" დაბრუნებას გამოეხმაურა. ვფიქრობთ, ეს წერილი ჩვენი მკითხველისათვისაც საინტერესო უნდა იყოს.

"იანვარში სანდრო კობახიძემ თურქული "გიოზთეფეს" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. მაშინ ქართველი ლიდერის გარდა, "ვორსკლადან" კიდევ 7 მოთამაშე წავიდა.

"გიოზთეფემ" მიზანს მიაღწია და თურქეთის სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ამის მიუხედავად, სანდროს თურქული კარიერა ვერ აღმოჩნდა წარმატებული. მან იქ 17 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მათ შორის იყო ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი საგოლე პასი პლეი-ოფში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ნდობის მოსაპოვებლად. კობახიძე სულ სათადარიგოთა სკამიდან
ერთვებოდა თამაშში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან ფასეული შენაძენია "ვორსკლასთვის". მისი კოლოსალური გამოცდილება აუცილებლად წაადგება გუნდს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას", - წერენ უკრაინელები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული