ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვირკველიას შეძენა სამ ინგლისურ კლუბს უნდა

AutoSharing Option
ეს ამბავი ვინმეს მონაჭორი არ გეგონოთ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" გაავრცელა. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის"25 წლის ცენტრბეკის საბა კვირკველიას სამსახურით პრემიერლიგის სამი გუნდი "კრისტალ პალასი", "ლესტერ სიტი" და "ვესტ ბრომვიჩი" არიან დაინტერესებულნი, სამივეს სასწრაფოდ ცენტრალური მცველი სჭირდება და ამ საკითხის მოგვარებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 1 სექტემბრამდე აპირებენ.

ივლისში "ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კვირკველიას თამაში ძალიან მოწონებიათ ინგლისელებს. მისი ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 18 მილიონი ფუნტია.
ასევე დაგაინტერესებთ