ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან ზუხბაია ჯაბა ჯიღაურზე: ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს

AutoSharing Option
"ვარდარმა" დიდი სენსაცია მოახდინა - მაკედონიურმა კლუბმა თურქულ გრანდ "ფენერბაჰჩესთან" შინ მოგების (2:0) შემდეგ ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩიც მოიგო (2:1) და არსებობის ისტორიაში პირველად, საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ბალკანელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თურქულ გრანდს სტამბოლში 68-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და მასპინძელი საბოლოოდ გატეხა...

- ლეგიონი ევროპალიგაზე: ჯიღაურის გოლმა "ფენერბაჰჩე" შოკში ჩააგდო [VIDEO]

"ლელო" ჯაბა ჯიღაურის მენეჯერ ლევან ზუხბაიას ელაპარაკა, რომელიც სტამბოლის შეხვედრას ესწრებოდა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

"თურქი გულშემატკივრების მსგავსი ფანები მე არასოდეს
მინახავს. სტადიონზე ყველა თავიანთ ვარსკვლავს აგინეს - ვან პერსის, სოლდადოს... მით უმეტეს - ვალბუენას, რადგან მეორე ტაიმში ჯაბამ კარგად ჩაკეტა და ამით გუნდის წარმატება განაპირობა.

როცა თამაში დასრულდა და ჯაბამ "ფენერის" ფანების ტრიბუნასთან ჩაიარა, ულტრასებმა ტაში დაუკრეს. ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის, რომ მისი მენეჯერი და მეგობარი ვარ - უბრალოდ, როგორც ქართველი, ამაყი ვიყავი, რომ ჩვენიანს ასე დაუფასეს გოლიც, თამაშიც და მონდომებაც", - ამბობს ზუხბაია.

მისი თქმით, ჯიღაურს უფრო მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივა აქვს:

"ჯაბამ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა. ასეთი მუშა ქართველი ფეხბურთელი არ მინახავს - ის იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა. ჩემი აზრით, კარიერაში საუკეთესო თამაში ჩაატარა.

მატჩის შემდეგ რამდენიმე თურქულ არხზე გადავრთე, ყველგან იყო ფეხბურთი - "ფენერის" წაგება, "ვარდარის" მოგება და ჯიღაურის გადამწყვეტი გოლი. თურქული ტელევიზიები რომ შენს მომენტებს ატრიალებენ და ყველა სპორტულ თოქ-შოუში გახსენებენ, ეს დიდი რეკლამაა.

დარწმუნებული ვიყავი, ეს შეხვედრა მის კარიერაში დიდ როლს შეასრულებდა და ბევრი გუნდი დაინტერესდებოდა. ასეც არის. ახლა ჯაბას ბევრი დააკვირდება".
ასევე დაგაინტერესებთ