"ორენბურგის" დირექტორი: თემურ ქეცბაიას მთავარი პრობლემა ეს იყო...

AutoSharing Option
"ორენბურგის" სპორტულმა დირექტორმა აღიარა, რომ გუნდში მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მიწვევამ და საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლამ არ გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა. ქეცბაიას ამოცანა "ორენბურგის" რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნება იყო, მაგრამ 8 ტურში გუნდმა მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო.

"დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ ქეცბაიაზე არჩევანის გაკეთებამ არ გაამართლა. არ ვამბობ, რომ თემური ცუდი სპეციალისტია. ასე არ არის. მან "ანორთოსისში" არცთუ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელებით დიდ შედეგებს მიაღწია.

ჩვენთან ის გუნდის თამაშის კონკრეტული კონფეფციით მოვიდა, რამაც "ორენბურგის" ხელმძღვანელობა დააინტერესა. ქეცბაია ცდილობდა გუნდის შეტევაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, ახალი "ესპანური სქემის" (იგულისხმება 4-2-3-1) დანერგვას, მაგრამ ამ ყველაფერმა არ მოიტანა შედეგი.

და ალბათ, თემურ ქეცბაიასთვის მთავარი პრობლემა რუსეთის პირველ ლიგასთან ადაპტაცია გახდა. მან ამ ტურნირის სპეციფიკას ვერაფრით აუღო ალღო, რომელიც მართლაც რომ ძალიან, ძალიან რთულია", - განაცხადა ბორის სტუკალოვმა goleada.ru-სთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ყველა შვილს ვუსურვებ წარმატებებს,მაგრამ თემურის ხასიათი რომ ვიცი, ძალიან მეეჭვება პირველი წრეც კი დაამთავროს გუნდთან ერთად....
tazo
გამოხმაურება
18:13 10-07-2017
0
0
ეს კომენტარი 10 ივლისს გავაკეთე!
tazo
09:53 29-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული