ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ავთო ებრალიძე: მეორე ლიგა არ მინდოდა, მაგრამ დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა

AutoSharing Option
25 წლის ავთო ებრალიძე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "ვიზეუს" ღირსებას დაიცავს.

ებრალიძემ გასული სეზონი ამავე ლიგის "ჟილ ვისენტეში" გაატარა და სეზონთაშორის პერიოდში რამდენიმე უკეთესი ვარიანტი ჰქონდა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.

"გუნდის მიზანი პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. კონტინგენტი ისეთია, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ. სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი ამ გუნდზე.

კონტრაქტი ერთწლიანია. არ მინდოდა რანგით მეორე ლიგაში დარჩენა, მაგრამ დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა", - გვითხრა ებრალიძემ, რომელსაც პორტუგალიაში შევეხმიანეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"