ავთო ებრალიძე: მეორე ლიგა არ მინდოდა, მაგრამ დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა

AutoSharing Option
25 წლის ავთო ებრალიძე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "ვიზეუს" ღირსებას დაიცავს.

ებრალიძემ გასული სეზონი ამავე ლიგის "ჟილ ვისენტეში" გაატარა და სეზონთაშორის პერიოდში რამდენიმე უკეთესი ვარიანტი ჰქონდა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.

"გუნდის მიზანი პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. კონტინგენტი ისეთია, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ. სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი ამ გუნდზე.

კონტრაქტი ერთწლიანია. არ მინდოდა რანგით მეორე ლიგაში დარჩენა, მაგრამ დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა", - გვითხრა ებრალიძემ, რომელსაც პორტუგალიაში შევეხმიანეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავთო მიაწექი აწი უნდა დაამტკიცო, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეგიძლია. უფალი შეგეწიოს.
gizog
16:54 29-08-2017
0
ის არ უნდოდა ეს ასე რომ არ მოხდარიყო და პარანორმალური მოვლენები რომ არ ყოფილიყო მიზეზი ბაიერნი და რეალი ერთმანეთში დაუნდობელ ბრძოლას აცხადებდნენ ტრანსფერისთვის და ბოლოს ზვეზდა რიაზანში დებენ ღუზას ასეთია ქართველ ფეხბურთელთა 90 პროცენტის კარიერა ვის ატყუებთ ჩვენთამ რომ ტალანტებს ეძახიან ევროპაში მაგ დონის ფეხბურთელებს საკმაოდ საფუძვლიანად აქვთ დაჯავშნული ადგილები სათადარიგო "ტახტზე" მესამე ეშელონის გუნდებში და ჩვენ თარგმანზე მათი სახელწოდებაა "მარად პერსპექტიული" ანუ აუსრულებელი ოცნება
aleqsdio
15:51 28-08-2017
0

სიახლეები პოპულარული