კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
პოლონეთის პირველობაზე კელჩეში "კორონამ" ნეცეჩას "ტერმალიკას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში სასტარტო შემადგენლობაში იყო კვიპროსის "ეთნიკოსიდან" გადასული 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, რომლის პასითაც პირველ ტაიმში იაცეკ კელბლმა ანგარიში გახსნა.

ნიკა გუნდის შვეიცარიელმა მწვრთნელმა ჯინო ლეტერიმ 73-ე წუთზე შეცვალა, ამის შემდეგ ხორვატმა ფორვარდმა ივან ჯუკიჩმა მეორე ბურთი გაიტანა და "კორონა" 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული