რომან ჭანტურიამ სერია C-ს "პრატოში" დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
24 აგვისტოს, რომან ჭანტურიას გუნდმა, იტალიის სერია C-ს "პრატომ" ამხანაგური მატჩი ამავე ლიგის "პისტოსთან" ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.

"ახალ გუნდს კარგად შევეწყვე. ახალგაზრდული გუნდია და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. აქ გავიზრდები და იანვრამდე მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა მექნება. მიხარია, რომ გუნდს შევეწყვე.

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არ გამიტანია. დღეს "პისტოსთან" ვითამაშე და ვგრძნობდი, რომ კარგად ვიყავი, 70 წუთი ვითამაშე და 2 ბურთი გავიტანე. პირველი მატჩის შემდეგ ვიავადმყოფე და მიხარია, რომ ფიზიკურად ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. პირველი ოფიციალური
მატჩი კვირას არის", - ამბობს ჭანტურია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი რომან ჭანტურია იტალიის სერია C-ს "პრატოში" იჯარით ივლისში გადავიდა. 21 წლის ქართველი თავდამსხმელის მენეჯერის, ლუკა პუჩინელის ინიციატივით, სერია B-ს "ემპოლი" რუსეთის პრემიერლიგელ ყაზანის "რუბინს" ფეხბურთელის ტრანსფერის 50 პროცენტის გამოსყიდვაზე შეუთანხმდა. ამ შეთანხმების თანახმად, რომან ჭანტურია 2 იანვრამდე "პრატოში" ითამაშებს, სათამაშო დრო და პრაქტიკა რომ ჰქონდეს, იანვარში კი გადაწყდება, "რუბინი" ქართველის ტრანსფერს რა თანხად გამოისყიდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული