ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავა და არაბიძე "შახტარის" მთავარ გუნდში ერთად ვარჯიშობენ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ მთავარ გუნდში გადაიყვანა გიორგი არაბიძე, რომელიც აქამდე კლუბის 21-წლამდელებში გამოდიოდა. საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა მთავარ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.

სვიატოშინოს ბაზაზე გამართულ წვრთნაში არაბიძესთან ერთად მონაწილეობდა დავით ხოჭოლავაც. საქართველოს ნაკრების მცველი ტრავმის გამო აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

"შახტარი" უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩისთვის ემზადება - 27 აგვისტოს დონეცკელები "ვერესს" დაუპირისპირდებიან.

არც არაბიძეს და არც ხოჭოლავას მიმდინარე ჩემპიონატში "შახტარის" მაისურით აქამდე არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისმა ახლახან ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
ასევე დაგაინტერესებთ