ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა ჯიღაურმა "ფენერბახჩესთან" გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "ვარდარი" ევროპა ლიგაზე გაიყვანა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი "ფენერბახჩესთან" "ვარდარს" სახლში 2:0 ქონდა მოგებული, სტამბულში კი 61-ე წუთზე რომან ნოიშტადტერმა სტუმართა კარი დალაშქრა და მასირებულ შეტევებზე გადავიდა.

სწორედ ამ მომენტში ივარგა კონტრშეტევაზე მაკედონიელთა 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ჯიღაურმა (ფოტოზე მარჯვნივ), რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ის 68-ე წუთზე ორ მცველს გაექცა და გოლი გაიტანა (პირველ მატჩში ჯაბა შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა), რამაც გადაწყვიტა კიდევაც ორმატჩიანი პაექრობის ბედი.

შეხვედრის დასასრულს მთელი გუნდით წინწასული "ფენერი" კონტრშეტევაზე უკვე გლიგოროვმა "დაიჭირა", 1:2 და
სკოპიელთა გუნდი და ჯიღაური ევროპა ლიგაზე გავიდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ