ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

როდის დაუბრუნდება მოედანს თორნიკე ოქრიაშვილი

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდართან" ერთად ემზადება და მოედანს მალე დაუბრუნდება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე ეს სასიხარულო ამბავი გუშინ შევიტყვეთ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონში დაშავდა - რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას, ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მას შემდეგ კარგა ხანს მკურნალობდა. მერე იყო რეაბილიტაცია, მცირე ხნის წინ კი ვარჯიში განაახლა.

ოქრიაშვილი "კრასნოდარში" უკვე მთავარ ჯგუფთან ერთად, სრული დატვირთვებითა და მონდომებით ემზადება და იმედი აქვს, რომ მოედანს სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ