გზაგასაყარზე: ავთო ებრალიძე ერთი სეზონი ისევ მეორე ლიგაში ითამაშებს?

AutoSharing Option
25 წლის ავთო ებრალიძე ჯერაც ახალი კლუბის მოლოდინშია. როგორც იქნა, ქართველს "ჟილ ვისენტესთან" კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი გუნდის პოვნა გაუჭიანურდა. მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა, მათ შორის - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "კორდობას", მაგრამ... ეს საქმე არ გამოვიდა.

გუშინ ებრალიძეს პორტუგალიაში დავუკავშირდით:

"ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ დიდი ალბათობით, ერთი სეზონის განმავლობაში კვლავ პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მომიწევს თამაში. რამდენიმე გუნდს უნდა ჩემი გადაბირება და ვნახოთ", - გვითხრა ებრალიძემ.

"კორდობას" გარდა, სეზონთაშორის პერიოდში მისი სამსახურით თურქული, კვიპროსული და აზიური
კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ტრანსფერის საქმე, ჯერჯერობით, ადგილიდან არ იძვრის.

იმედია, ახლო მომავალში ყველაფერი გაირკვევა და ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და პოტენციურად ეროვნული გუნდის წევრობის კანდიდატია, ისეთ გუნდში ვიხილავთ, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. ეს კი ნაკრებისთვის რეზერვის გაფართოებას ნიშნავს.

ებრალიძემ ფეხბურთის თამაში თბილისის "ნორჩ დინამოელში" დაიწყო. ის ადრეულ ასაკშივე გადაბარგდა პორტუგალიაში და "ესპერანსა დე ლაგოსში" ჩაირიცხა. ამას მოჰყვა "ჟუვენტუდე ევორაში" გატარებული პერიოდი, "ჟილ ვისენტემდე" კი "ოლივეირენშეში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ris imedad arian msgavsi fexburtelebi ver vxvdebi. portugaliis meore ligashi 42 matchi imarteba da shemtevi rom 5 gols ver gaitans, uketes gundshi gadasvlis imedi ratom unda hqondes?
0

სიახლეები პოპულარული