"ორენბურგის" პრეზიდენტი: ქეცბაიას გადადგომის მიზეზი სხვა იყო

AutoSharing Option
"ორენბურგის" პრეზიდენტმა ვასილი სტოლიპინმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან თემურ ქეცბაიას წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 49 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი სპორტული შედეგები არაა.

- თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

სტოლიპინს "სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტი დაუკავშირდა.

- რატომ გადაწყვიტეთ ქეცბაიასთან გამომშვიდობება?
- ყველაფერი ოფიციალურ საიტზე წერია - მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით.

- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალისტი მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებდა ოჯახური მიზეზით. მოხდა რამე?
- მოგეხსენებათ, ეს მისი პირადი საქმეა, ოჯახური.

- გადადგომა სპორტულ შედეგებთან კავშირშია?
- არა, სხვა მიზეზები იყო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოდი რა, ამ "ორენბურგის" პრეზიდენტმა მოძრაობა გააკეთოს და დაახვიოს... :)
ალეკო
16:29 23-08-2017
0
კარგით რა სულ ფულს ნუ ვაძახებთ თუ არ აწყობდათ არ აეყვანათ ,რომელი ნორმალური მწვრთნელი ჩამოვიდოდა 500 ლარად აბს აქ?ტიპმა კარიერა დადო სასწორზე და ხელფასიც არ აეღო?თან მაგ დროს თემურზე მოთხოვნა იყო ,ეს კიდე ადგა და ჩამოვიდა რო ქვეყნისთვის რამე გაეკეთებინა,ნუ ვუყურებთ ყველაფერს ცუდი თვალით...
Casila
05:17 19-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული