გიორგი არაბიძეს "გალათასარაი" იწვევს?

AutoSharing Option
გიორგი არაბიძით თურქული გრანდი დაინტერესდა. TransferMerkez-ის ინფორმაციით, 19 წლის შემტევის შეძენა, არც მეტი, არც ნაკლები, "გალასათარაის" სურს.

მალე გაირკვევა, თურქული გრანდი რამდენად სერიოზულად არის დაინტერესებული ჩვენებურით, რომელიც "შახტარის" ძირითად გუნდში გადასვლას ვერა და ვერ ეღირსა.

ფეხბურთელთან დაახლოებულმა მენეჯერმა მიხეილ მეტრეველმა კი ამ ინფორმაციაზე საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში - თურქების გარდა, არაბიძეს გერმანული ბუნდესლიგის, ჰოლანდიური ერედივიზიონისა და ესპანური ლა ლიგის გუნდები იწვევენო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი გიორგი!
MISHO
22:27 16-08-2017
0
თუ თავს დაიმკვიდრებს, მაგას რა სჯობია? უბრალოდ, თუ შახტარის ძირითადში ვერ დამკვიდრდა, გალათასარაის ძირითადში მოიკიდებს ფეხს? რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ადვილი საქმე ნამდვილად არ არის
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული