ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჭანტურია "ურალს" ქულის გადარჩენაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე ტულის "არსენალმა" ეკატერინბურგის "ურალს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 2:0-ს იგებდა, ფრეს დასჯერდა.

ამაში კი არაუკანასკნელი როლი ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ ითამაშა, რომელიც 39-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ამის მერე მისმა გუნდმა 42-ე წუთზე ჯერ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 69-ეზე გიორგის გამოზომილი გადაცემით ალექსეი ევსეევმა ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

"ურალი" 6 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-10 ადგილზეა.