თემურ ქეცბაია: ვერაფრით ამიხსნია, ასე როგორ უნდა წააგო, გაუშვა ასეთი გოლები

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის გუნდის, "ორენბურგის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბოლო ტურში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

13 აგვისტოს, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად კრასნოდარში "ყუბანთან" 1:4 დამარცხდა.

"ვერაფრით ამიხსნია, არცთუ ურიგო თამაშიდან სამი დღის შემდეგ, იმავე შემადგენლობით ასე როგორ უნდა წააგო, გაუშვა ასეთი გოლები... ნებისმიერ ლიგაში მთავარია - არ გაუშვა, მაგრამ ჩვენ ორი ბურთი უკვე პირველ ტაიმში მივიღეთ. ამის შემდეგ თამაშის ბედის შემობრუნება ძალიან ძნელია.

ასეთ შეცდომებს დაცვაში არავინ გპატიობს. ვერც იმას ვიტყვით, რომ მომენტები არ გვქონდა - მომენტები
იყო, გუნდი ცდილობდა...", - თქვა ქეცბაიამ, რომლის გუნდს 8 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთავარია გაიტანო განა არ გაუშვა მაგრამ ამას ყველაფერი უკუღმა ესმის და ეტყობოდა ჩვენ ნაკრებს ჩაკეტილ ფეხბურთს...ფეხბურთი ეგაა პირველ რიგში გაიტანო გოლი და მეორე გაიტანო მოწინააღმდეგეზე მეტი გოლი!!!
temur
15:12 16-08-2017
0
ეს "წვრთნიდა" (მწვრთნელის პოსტზე იყო) ნაკრებს 3 შესარჩევი ციკლი და მილიონებს იღებდა თან. სადაც მიდის ფეხბურთელები არ ყავს თორემ მსოფლიო დონის მწვრთნელია - მოხოცეთ ისევ ერთი ადგილი "ქეცბთაყვანისმცემლებმა"
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული