თემურ ქეცბაია: დასანანია მოგების ხელიდან გაშვება

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის 7 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას "ორენბურგი" 10 ქულით 11-ე ადგილზეა. ბოლო ტურში მისმა გუნდმა ქალაქ როსტოვის "გაზოვიკის" 4 800-იან სტადიონზე (მატჩს 2 495 მაყურებელი დაესწრო) ვოლგოგრადის "როტორს" უმასპინძლა, 2:0-საც უგებდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა და ყაიმს დასჯერდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თემური, რომლის ასისტენტი სოსო ჭედია გახლავთ, ჟურნალისტებს გაესაუბრა:

"ამდენი მომენტი შევქმენით, 2 ბურთით დავწინაურდით და რა თქმა უნდა, დასანანია მოგების ხელიდან გაშვება. ორი გოლი მეტოქეს ვაჩუქეთ. ასე არ შეიძლება. 60-70 წუთი კარგად ვითამაშეთ. ეს ცოტაა. ყველას შედეგი
ემახსოვრება.

2 ქულა დავკარგეთ. შესაძლოა, ვორონეჟიდან დამღლელი მგზავრობაა ამის მიზეზი. ურიგოდ არ გვიასპარეზია, შედეგით კი უკმაყოფილო ვარ. შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდს ეტყობა დაცვაში თამაში უჭირს და ფიზმომზადებაც ვერაა შიმაღლეზე.ქეცბაია ვფიქრობ მალე დაალაგებს თამაშს
0
გაგიჭირდებოდა თემურ
ანდრი
10:26 11-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული