რას ერჩის კარერა ჯანოს? "სპარტაკის" თავკაცმა ანანიძეზე ილაპარაკა

AutoSharing Option
უჭირს რუსეთის ჩემპიონ მოსკოვის "სპარტაკს" და მაინც არ ათამაშეს მისი ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე. ჰოდა, შერცხვნენ პეტერბურგში "ზენიტთან" (1:5) და გაიხარეს პიტერელმა ფანებმა.

ცნობილმა მომღერალმა, ანსამბლ "ლენინგრადის" სოლისტმა სერგეი შნუროვმა თავისი ჰიტი В Питере - пить საფეხბურთო თემაზე გადააკეთა და მაგრადაც იღადავა, რითაც თავისი გუნდის გულშემატკივრები ახალისა, რომლებიც "სახალხო გუნდს" ჭირის დღესავით ვერ იტანენ.

ბუნებრივია, "სპარტაკის" მწვრთნელს, მასიმო კარერას მარცხის მიზეზი ჰკითხეს და მანაც თავი იმართლა, აქაოდა, მაისის შემდეგ ფეხბურთელების დამატებას ვთხოვ და პატრონი ჯიბეში ხელის ჩაყოფას არ აპირებსო.

რა
თქმა უნდა, ჯანო ანანიძის უთამაშებლობითაც დაინტერესდნენ, რაზეც იტალიელი იწილო-ბიწილოს მოჰყვა, შემადგენლობას მეტოქის მიხედვით ვარჩევ, ვინმეს თუ ძირითადში არ ვაყენებ, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ვინმეზე ნაკლებად მომწონს, ეს სხვადასხვა, მათ შორის, სათადარიგოთა სკამზე დატოვებულის ფუნქციონალურ მომზადებაზეა დამოკიდებული, რა გასაკვირია, დღეს ტულის "არსენალთან" შემადგენლობას შევცვლი, მაგრამ ვის დავაყენებ სასტარტოში, მაგას ვერ გაგიმხელთო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაგვიბერდა პერსპექტიული ანანიძე უთამაშებლად სპარტაკში,თუმცა ხელფას ხომ იღრებს?მთავარი ქართველი ფეხბურთელებისთვის ეს არის თანაც ყოველგვარი ოფლისღვრის გარეშე.
ზასტაველი
11:00 11-08-2018
0
შეცვალეთ საიტის დიზაინი!
alex
09:26 11-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული