ლეგიონი გუშინ: ზაქარია ბეგლარიშვილის გოლი და კაშიას წაგებული სუპერთასი [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს. გოლით თავი მხოლოდ ზაქარია ბეგლარიშვილმა გამოიჩინა.

გურამ კაშიას შეხვედრაში კი უცნაური რამ მოხდა.

დანია. სუპერლიგა

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" სტუმრად "ჰობროსთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ლობჟანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს. 4 ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

ესტონეთი. მეესტრილიგა
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" 22-ე ტურში სტუმრად "ვაპრუსი" 8:1 გაანადგურა. ბეგლარიშვილმა ანგარიში 2:0 მე-12 წუთზე გახადა. ის 46-ე წუთზე შეცვალეს. "ფლორა" 58 ქულით პირველ ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნგრეთი

ბაჩანა არაბულის "ბალმაზივაროშმა" შინ DVTK 4:0 გაანადგურა. არაბული 76-ე წუთზე შეცვალეს.
არაბულის გუნდი 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-6 ადგილზეა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა

ლაშა დვალის "პოგონი" მეოთეხ ტურში სტუმრად "ზაგლებიესთან" ანგარიში 0:3 დამარცხდა. დვალმა სრულად ითამაშა.

რუსეთი. პრემიერლიგა
საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" გიორგი ნავალოვსკის "სკა-ხაბაროვსკი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივი" პირველ ადგილზეა და მისი დაწევის შანსი მე-4 ტურში მხოლოდ "ზენიტს" აქვს.

ჯიმი ტაბიძის "უფმა" "ახმატი" მიიღო და ანგრიაშით 3:2 დაამარცხა. ტაბიძემ მატჩი სრულად ჩაატარა. უფა 8 ქულით მე-4 ადგილზეა.

რუსეთი. I დივიზიონი

თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" მე-6 ტურში სტუმრად "ვორონეჯი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ქეცბაიას გუნდი 9 ქულით მე-9 ადგილზეა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა
გიორგი ჭანტურიშვილის "ტრნავამ" მესამე ტურში გიორგი ბერიძის "ტრენჩინი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცახ. ჭანტურიშვილი 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბერიძე 46-ე წუთზე შემოვიდა.

უკრაინა. პრემიერლიგა

დონეცკის "შახტარმა" "მარიუპოლი" შინ 3:1 დაამარცხა. დავით ხოჭოლავა განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

აშშ. MLS

ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" "კოლუმბუს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქართველი შემტევი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.

ჰოლანდია. სუპერთასი

გურამ კაშიას "ვიტესმა" სუპერთასი "ფეენორდთან" დათმო. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი "ფეენორდმა" 4:2 იმარჯვა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

- მსაჯმა გოლი გააუქმა და პენალტი დანიშნა - კაშიას "ვიტესს" ამანაც ვერ უშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული