"პოგონის" თავკაცი: ლაშა დვალს დიდი პოტენციალი აქვს

AutoSharing Option
შჩეცინის "პოგონში" ახლახან გადასულ ლაშა დვალს დებიუტი გრიფინოს "ენერგეტიკთან" ჰქონდა, რომელიც პოლონური ელიტის გუნდმა იოლად, 5:0 მოიგო.

გუნდის თავკაცმა მაციეი სკორჟამ შემდეგი განაცხადა: "ის სულ რამდენიმე დღეა ჩვენთან და ასე ცოტა დროში ყველას უჭირს კომუნიკაციის დალაგება ახალ თანაგუნდელებთან. ამის ავტომატიზმამდე მიყვანას გარკვეული დრო ესაჭიროება.

მაგრამ ლაშა მებრძოლია და მას დიდი პოტენციალი აქვს. რაც მთავარია, ის ძალიან მოწადინებულია. ჩემი აზრით, მისი ინტეგრაცია ჩვენ გუნდში დიდ დროს არ წაიღებს".

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მცველი "პოგონში" "შლიონსკიდან" გადავიდა და 2,5-წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა. "პოგონში"
მისი თანაგუნდელი მათე ცინცაძეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული