ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი: არ ვარ გმირი - სიურპრიზების შემოთავაზება შეგვიძლია

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებების მწვრთნელების შეხვედრაზე კომენტარი "ჯვაროსნების" თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც პირველად მონაწილეობ. ეს ჩვენთვის სიახლეა და ბედნიერები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეს ვუახლოვდებით. ამას საქართველოში ხალხი ათწლეულები ელოდა და ამის ერთად აღნიშვნა სასიამოვნო გახლდათ. მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულები კი არა, მთელი ქვეყანა ზეიმობდა - ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები, ყველანი ერთად მხიარულობდნენ. ამ მომენტს ვერ დავივიწყებ.

ეროვნული გმირი? არავითარ შემთხვევაში. მე უბრალოდ ჩემი სამუშაო შევასრულე. ესაა მთავარი. ჩემი ფეხბურთელებისა და
ფედერაციის თანამშრომლების სიხარულის ნახვა ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა.

მიზანი მაქსიმუმის გაკეთებაა. როდესაც გავიგეთ, რომ პლეი-ოფში საბერძნეთს დავუპირისპირდებოდით, გავიფიქრეთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატი ჰქონდათ მოგებული. ფეხბურთელებს მუდამ ვეუბნები, რომ არა შედეგზე, არამედ თამაშზე მოახდინონ კონცენტრირება და ასეთ შემთხვევაში კარგი სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ", - ციტირებს სანიოლს "ეკიპი".

ასევე დაგაინტერესებთ