ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ევრო 2024. ნაკრებების განაცხადი, შესაძლოა, 26 ფეხბურთელამდე გაიზარდოს

AutoSharing Option
The Athletic-ის ცნობით, უეფამ შეიძლება ევრო 2024-ზე ნაკრებებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მისცეს.

უეფამ მხედველობაში ზოგიერთი ნაკრების მწვრთნელის კომენტარი გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილებას 8 აპრილს კონგრესზე მიიღებს, რომელსაც ტურნირის ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრება.

2020 წელს უეფამ ნაკრებებს ევროპირველობაზე განაცხადის გაზრდის უფლება კოვიდპანდემიისას გადატვირთული კალენდრის გამო მისცა, ერთი წლის შემდეგ კი ფიფამ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატზე  განაცხადში ასევე 26 მოთამაშის შეყვანის ნება დართო.

ასევე დაგაინტერესებთ