ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
ევროპის 2024-წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველომ საბერძნეთს უმასპინძლა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 მორჩა, პენალტებში კი "ჯვაროსნებმა" 4:2 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სტუმრები უმწვრთნელოდ დარჩნენ. ბერძენთა დამრიგებელ გუსტავო პოიეტს კონტრაქტი ამოეწურა და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ის აღარ გახანგრძლივდება.

საბერძნეთის ნაკრებიდან აბარგებაზე პლეი-ოფის მატჩებამდე თავად ურუგვაელიც საუბრობდა და არ გამორიცხავდა, სულაც ევრო 2024-ზე რომ გასულიყვნენ, მაინც წასულიყო.

altბოლო მატჩი თბილისში? - მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის


ინფორმაციისთვის, პოიეტი ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ

კანდიდატად განიხილება, რომელ პოზიციაზე ვილი სანიოლსაც მოისაზრებდნენ. 56 წლის სპეციალისტი ბერძნებს 2022 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. 


altგუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

ასევე დაგაინტერესებთ