ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს მუნდიალის ფინალის მსაჯი მოემსახურება

AutoSharing Option
26 მარტს, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი შიმონ მარცინიაკი, ლაინსმენები პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკიევიჩი, მეოთხე მსაჯი კი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ოთახში მათი თანამემამულეები - ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი იმუშავებენ.

მარცინიაკმა 2021 წლის 31 მარტს საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა (1:1) იმსაჯა.

ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის (არგენტინა-საფრანგეთი) მთავარი არბიტრი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ