ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"ალბათ, მის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ" - რა განაცხადა ზივზივაძემ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა.

"როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში "კვარა" რომ დაგვემატება, "კვარამ" მიხედოს-მეთქი. ეგრეც მოხდა... უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი
ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ", - განაცხადა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 მარტს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

altბუდუ ზივზივაძემ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა [VIDEO]

altსანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

altემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ