ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტყაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენს ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.

გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს ძალიან ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში, როგორც
ვთქვი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. შესაბამისად, ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებდა.

ვიდეორეფერმა ის ეპიზოდი შეამოწმა, როცა წესებს ჩვენი ფეხბურთელი არღვევდა და არა ორიოდე წამით ადრე, როცა ამას მიქაუტაძე აკეთებდა. VAR-ის გადაწყვეტილებები ზოგჯერ გაუგებარია...

საწყის 45 წუთში ჩვენი თამაშის ტემპით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ბიჭები გაძევების შემდეგაც იბრძოდნენ, მაგრამ რთული იყო", - განაცხადა ჰოლცმა.

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ