ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჯგუფში ინგლისს ავცდით - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის კენჭისყრა ჩატარდა.

B დივიზიონში გუნდები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებული:

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი
II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია
III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო
IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურებული საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში პირველ ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა.

ტურნირი სტარტს სექტემბერში აიღებს და „ჯვაროსნებს“ ამ ტურნირიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.

ყველა დივიზიონში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ლიგა
ჯგუფი 1:
ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა
ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი

B ლიგა
ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი

C ლიგა
ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
ჯგუფი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი
ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, ბელარუსი
ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდ.მაკედონია, ლატვია

D ლიგა
ჯგუფი 1: ლიეტუვა/გიბრალტარი, სან-მარინო, ლიხტენშტაინი
ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მესამე გათამაშებიდან პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა - 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის მოგებულს შეხვდება.

altდღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

ასევე დაგაინტერესებთ