ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩეხეთს, რომელიც ევრო 2024-ზე შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მეტოქე იყოს, ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი 60 წლის სპეციალისტი ივან ჰაშეკი გახდა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაფორმდა.

მან აღნიშნულ პოსტზე იაროსლავ შილგავი შეცვალა, რომელიც ჩეხეთის ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ გადადგა.

ჰაშეკი 2009 წელს ჩეხებს უკვე წვრთნიდა, ბოლოს ლიბანის ნაკრებს ავარჯიშებდა, იქამდე კი არაერთი კლუბი დამოძღვრა. 

ეს ინფორმაცია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმითაა, რომ ჩეხეთი შესაძლოა, ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ "ჯვაროსნები" ნანატრ მიზანს მიაღწევენ და პლეი-ოფს წარმატებით დაძლევენ, ევრო 2024-ის
ჯგუფში სწორედ ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად ითამაშებენ.
ტეგები: