ჩეხეთს, რომელიც ევრო 2024-ზე შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მეტოქე იყოს, ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი 60 წლის სპეციალისტი ივან ჰაშეკი გახდა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაფორმდა.

მან აღნიშნულ პოსტზე იაროსლავ შილგავი შეცვალა, რომელიც ჩეხეთის ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ გადადგა.

ჰაშეკი 2009 წელს ჩეხებს უკვე წვრთნიდა, ბოლოს ლიბანის ნაკრებს ავარჯიშებდა, იქამდე კი არაერთი კლუბი დამოძღვრა. 

ეს ინფორმაცია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმითაა, რომ ჩეხეთი შესაძლოა, ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ "ჯვაროსნები" ნანატრ მიზანს მიაღწევენ და პლეი-ოფს წარმატებით დაძლევენ, ევრო 2024-ის
ჯგუფში სწორედ ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად ითამაშებენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამას კაიფში წერთ თუ ღადაობთ გამაგებინეთ, ორი ფეხბურთელით რომლებიც ტოპ-ლიგაში თამაშობენ მათით გინდათ ჯგუფიდან გასვლა? ამდენი ფანტაზიორობა არ მოგბეზრდათ? ან სხვები დამისახელეთ ვინც თუნდაც ძირითადში თამადობს იმ ჭღრ-პღრ ლიგებში? რატომ ხართ ასეთი არარეალისტები და რაა თქვენი მიზანი? ჩამოდით დაბლა მიწაზე და ისაუბრეთ იმაზე რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ხიმ ხედავთ თუნდაც ნაპილის გულშემატკივრები რა დღეში არიან და როგორ აზანზარებენ იქსურობას. აქ კი ნაკრებზეა საუბარი და იმაზეც ვერ ამოგვიღია ფედერაციამ არ იცოდა პირველ მოთამაშეს 3 ყვითელი რომ ქონდა. თავმოყვარე გულშემატკივარი და ერიც აქამდე პანღურით გააგდებდა უსაქმურ ბანდიტებს!
suxumchanin
01:10 10-01-2024
0
ამ ჯგუფში პირველზე გავიყოფთ ქულებს პორტუგალიასთან
Vito
21:49 09-01-2024
1

სიახლეები პოპულარული