GFF Awards 2023 | საუკეთესოები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან

AutoSharing Option
28 დეკემბერს, 19:00 საათზე, "რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023 გაიმართება.

GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი
2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
2023 წლის საუკეთესო მსაჯი
2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17 წლამდე და 19 წლამდე მოთამაშეებისთვის
ამას გარდა, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასა და
მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები.

GFF.GE
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული