"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი არაბიძის ნაკრებში არგამოძახებაზე ისაუბრა.

- კითხვას, რომელსაც დაგისვამთ, საბოლოოდ მწვრთნელთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ შემადგენლობას ის არჩევს, თუმცა კითხვა მაქვს გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით, რომელსაც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი პერფორმანსები ჰქონდა ეროვნულ ლიგაში, სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, კარიერას აქამბექებს, რაც ძალიან გვიხარია გულშემატკივრებს. არის საზოგადოებაში ასეთი განცდა, აზრი, რომ ის ნაკრებში ვერ ხვდება იმიტომ, რაც დააშავა 2018 წელს, იყო რაღაც ინციდენტი, რის გამოც ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან გაბრაზებულები მის
მიმართ, არის ასეთი აზრი...

- ჩვეულებრივი სიგიჟეა, რა პრობლემა იყო? ანუ 2018 წელს რაღაც იყო და ლევან კობიაშვილი გაბრაზებულია. რა ვიცი, ადამიანს პატივს ვცემ, იმ დღესაც დაჯილდოებაზე ვნახე. პირიქით, მიხარია, როგორც თქვენ, ისევე მე. გიორგი ვიცი სულ პატარა; ვიცი, რა შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში მას სირთულეები ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ გულდასაწყვეტია, თუ რომელიმე ადამიანი ამას ამ ფორმით ახმოვანებს ან ცდილობს შემოიტანოს. კიდევ ერთხელ, მთავარი მწვრთნელია, თავისი შეხედულება აქვს, თავისი მოსაზრება აქვს, წყვეტს, როგორცაა. არ ვიცი, მარტში ვინ იქნება, არც მანამდე ვიცოდი და არც მარტში მეცოდინება, ეს ჩემი საქმე არაა და არც ჩემი გადასაწყვეტია. თუმცა გიორგი არაბიძეს ვგულშემატკივრობ და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და განსაკუთრებით, თუ ნაკრებში ითამაშებს, თუ პირადად მე მეკითხებით, გამიხარდება. სამწუხაროდ, თუ ვინმე ადამიანი, რასაც თქვენ მეკითხებით, სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მათ შორის, ჩემთან და ალექსანდრეს გვართან აკავშირებს ამას, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, სამწუხაროა...

მკითხველის კომენტარები / 52 /
რამდენი მწვრთნელის არმოსაწონია ვაისის,სანიოლის. რომელიმეს აღარ უნდა მოეწონოს? და ბოლობოლო შეიძლება ნაკრების ძირითადში არ უწევდეს თამაში,მაგრამ განაცხადში არ იყოს და საერთოდ არც გამოიძახო, ე.ი. რაღაცაშია საქმე - ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!
0
რამდენი მწვრთნელის არმოსაწონია ვაისის,სანიოლის. რომელიმეს აღარ უნდა მოეწონოს? და ბოლობოლო შეიძლება ნაკრების ძირითადში არ უწევდეს თამაში,მაგრამ განაცხადში არ იყოს და საერთოდ არც გამოიძახო, ე.ი. რაღაცაშია საქმე - ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული