ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ბოლო მატჩი თბილისში? - მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას მარტის პლეი-ოფის მატჩების შემდეგ ყველა ვარიანტში დატოვებს.

"საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის მარტის ჩათვლით მაკავშირებს. ჩვენ პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, გავალთ ევროპის ჩემპიონატზე თუ არა, ნაკრებს ყველა ვარიანტში დავტოვებ", - თქვა ურუგვაელმა Livescore-თან ინტერვიუში.

პოიეტის სახელი ბოლო დღეები აქტიურად დაუკავშირეს ირლანდიის ნაკრებს, სადაც დათხოვნილი სტეფენ კენის შემცვლელს ეძებენ და გამოცდილმა სპეციალისტმაც ამ სამსახურისადმი დაინტერესება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში
საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს, საქართველო კი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და შემდეგ ფინალში ერთმანეთს გამარჯვებული წყვილი ეთამაშება.
ასევე დაგაინტერესებთ